logo_geo
რას ყვებიან ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის აღსაზრდელები
- +

3 ივნისი. 2021. 20:50

 

„იმედის“ ჟურნალისტი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში იმყოფებოდა. სავარაუდო ძალადობის შესახებ თავად ბენეფიციარები ალაპარაკდნენ.

 

ერთ-ერთი ასეთი ფაქტი, მათივე თქმით, ორი დღის წინ მოხდა. არასრულწლოვნები ამბობენ, რომ შემთხვევების შესახებ მეუფე სპირიდონი არ იყო ინფორმირებული, მათზე აღმზრდელები ზემოქმედებნენ. რომელთა ნაწილი გათავისუფლებულია, თუმცა ნაწილი ისევ ადგილზე რჩება.

 

კითხვაზე იცოდა თუ არა მეუფე სპირიდონმა ამ ფაქტების შესახებ, ბავშვები ამბობენ, რომ მათ ვერ შეძლეს მეუფესთვის ეთქვათ, როგორ ძალადობდნენ მათზე აღმზრდელები და ასევე ვერ მოახერხეს, რომ ეს ამბავი ვინმესთვის ეთქვათ.

 

 

big_banner
არქივი