logo_geo
ანკა ვასაძე: უმეტესი რამ საკუთარ თავზე მაქვს აღებული...
- +

4 ივნისი. 2021. 17:08

 

მსახიობი და ტელეწამყვანი ანკა ვასაძე მეორე შვილის დედა გახდა. ემოციებზე მსახიობი ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში საუბრობს.

 

„ყველა მეუბნებოდა და დავიჯერე, რომ ამხელა პაუზის შემდეგ ემოციები სხვანაირად იქნებოდა. პირველი შვილი რომ გავაჩინე, 19 წლის ვიყავი, ახლა 30 წლის ვარ. მოლოდინის მიუხედავად, ვერ ვიტყვი, რომ განსხვავებული ემოციები მქონდა. უბრალოდ, მე თვითონ ვარ უფრო გაზრდილი და ამას ვაბრალებ, რომ რაღაც მოვლენებს სხვაგვარად აღვიქვამ.

 

ახლა უფრო მშვიდი და თავდაჯერებული ვარ, პირველ შვილზე კი ძალიან ვღელავდი, რომ რამე არ შემშლოდა. მიუხედავად იმისა, რომ ექიმმაც მითხრა, 8 წლის შემდეგ ორგანიზმს აღარ ახსოვს მშობიარობა და თითქოს ეს პირველად ხდებაო, მე მაინც ვიტყვი, რომ ყველაფერი ისე იყო, როგორც მოველოდი“, - ამბობს მსახიობი.

 

right_banner big_banner
არქივი