logo_geo
ირაკლი კობახიძე: ეკლესიასთან თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია - თუ არის ბრალდება, ბრალდება უნდა იყოს შესწავლილი
- +

5 ივნისი. 2021. 00:43

 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ "ღამის კურიერის" ეთერში ნინოწმინდის პანსიონის საკითხზე საუბრისას აღნიშნა, რომ ყველა უწყებას აქვს თავისი პასუხისმგებლობა და თუ ბავშვთა უფლებების დარღვევის ბრალდებას ნამდვილად აქვს ადგილი, ეს უნდა იყოს გამჭვირვალედ შესწავლილი.

 

"ყველა უწყებას აქვს თავისი პასუხისმგებლობა და რა თქმა უნდა მთავარია, რომ ეს პასუხისმგებლობა ყველა უწყებამ სათანადოდ გააცნობიეროს, ყველას უნდა ჰქონდეს საკუთარი სახელმწიფოებრივი ფუნქციების შესრულების საშუალება.

აქ არის რა თქმა უნდა ეკლესიასთან თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თუ არის ბრალდება, ბრალდება უნდა იყოს შესწავლილი და ამის შემდეგ შეიძლება ვიღაცას დავაბრალოთ რაღაცა, ვიღაცას არ დავაბრალოთ რაღაცა. მთავარია, რომ ყველაფერი გამჭვირვალედ იყოს შესწავლილი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი