logo_geo
ლაშა ღლონტი: ახლა ცოტა იმედი მოგვეცა, რადგან თითქმის ყველა დაწესებულება გაიხსნა
- +

9 ივნისი. 2021. 15:27

 

 

მომღერალმა, ლაშა ღლონტმა ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში პანდემიით გამოწვეულ პრობლემებზე ისაუბრა.

 

„დღესაც არ ვთვლი თავს პროფესიონალ ხელოვანად და ჩემი შემოსავალი არა მხოლოდ სიმღერისა და კონცერტებზეა დამოკიდებული, თუმცა ჩემს ბიზნესსაც დაარტყა კორონამ და მნიშვნელოვანი შეფერხებით მოგვიწია მუშაობა. მე და ჩემს მეგობრებს გვქონდა კვების ობიექტები და რამდენჯერმე დავხურეთ. ძალიან ვუთანაგრძნობ ჩემს კოლეგებს, რომლებიც ბარებში, კლუბებში, რესტორნებში გამოდიოდნენ და მათი შემოსავალი მხოლოდ ამაზე იყო გათვლილი. ახლა ცოტა იმედი მოგვეცა, რადგან თითქმის ყველა დაწესებულება გაიხსნა, მათ შორის- შაბათ-კვირასაც.“ - ამბობს მომღერალი.

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი