logo_geo
ლაშა ღლონტი: ენით აუწერელია ეს გრძნობა, რაც შვილიშვილის დანახვისას, ხელში აყვანისას გვეუფლება...
- +

9 ივნისი. 2021. 16:34

 

 

მომღერალმა, ლაშა ღლონტმა ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში მეორე შვილიშვილზე ისაუბრა:

 

„რა თქმა უნდა, ძალიან ვღელავდი, მაგრამ პირველ ფეხმძიმობასთან შედარებით უფრო დამშვიდებული ვიყავი. ეს გამოწვეული იყო იმით, რომ პანდემიის გამო ანი ძირითადად სახლში იჯდა და ყველა რეგულაციას ზედმიწევნით ასრულებდა. ცოტაოდენი გამოცდილებაც გვქონდა და ვიცოდით, რომ მეორე მშობიარობა უფრო მარტივად ჩაივლიდა.

ენით აღუწერელია ეს გრძნობა, რაც შვილიშვილის დანახვისას, ხელში აყვანისას გვეუფლება. ბაბუობა და მამობა თითქოს გაერთიანდა და ერთ დიდ სინაზის და სიყვარულის გუნდად გადაიქცა. პირველი შვილიშვილის შეძენისას მამუკა ჩარკვიანს ვთხოვე, მოეცა უფლება, შემესრულებინა სიმღერა ჯანსუღ ჩარკვიანის ლექსზე, რომელიც პოეტმა თავის შვილიშვილს, ირმა გიგანს, მიუძღვნა- „შენ რომ დიდი იქნები, მე რომ აღარ ვიქნები“. ყოველთვის განსაკუთრებული ემოციით ვმღერი ამ სიმღერას. ახლა ვნახოთ, რა იქნება. სულ რამდენიმე დღის მოვლენილია ამ სამყაროს ჩვენი გოგონა, რომელსაც მშობლებმა იტალიის სიყვარულით ანდრა დაარქვეს. ლამაზი სახელია, ძალიან მომწონს და მიყვარს.“ - ამბობს ლაშა ღლონტი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი