logo_geo
მეუფე ნიკოლოზი: ქუჩაში დღესაც არიან ბავშვები და ისმის კითხვა, რატომ არავინ საუბრობს მათ უფლებებზე, რომელიც ირღვევა
- +

11 ივნისი. 2021. 03:00

 

სოციალური მუშაკები დღეც პანსიონში არიან, ღამითაც რჩებიან, ბავშვებთან მეგობრობენ და ამ ბავშვებისთვის ვერავითარ საფრთხეს ვერ ხედავენ, – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმორდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

 

„რაც შეეხება სასმართლოს გადაწყვეტილებას, მესმის, რომ ქართველები ემოციური ხალხი ვართ, მაგრამ ყველა ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ და ვეცადოთ, რაღაცნაირად გამოვასწოროთ, თუ დარღვევები არსებობს და რამე არასწორად მიმდინარეობს. ერთმანეთს რეპუტაციული ზიანი არ უნდა მივაყენოთ. სხვათა შორის, ეს სიტყვები ამასწინათ მოვისმინე ერთ-ერთ ტელევიზიაში“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

 

მისი თქმით, მაშინ, როცა პანსიონთან დაკავშირებით ამხელა აჟიოტაჟია შექმნილი, ქუჩაში დღესაც არიან ბავშვები და ისმის კითხვა, რატომ არავინ საუბრობს ამ ბავშვების უფლებებზე, რომელიც ირღვევა.

 

„საინტერესოა, სად არის ამ დროს სახალხო დამცველი, ამ ბავშვების ინტერესი ვინ უნდა დაიცვას. აი, დავინახე ქუჩაში პატარა ბავშვი და მე, როგორც მოქალაქემ რა გავაკეთო, მივიდე და წამოვიყვანო, თუ გავიგო ვისი შვილია?  ხშირად, დედები ქუჩაში ჩვილი ბავშვებით ხელში მათხოვრობენ და ბავშვებიც მათხოვრობენ და სად არის ამ ბავშვების ინტერესი, რატომ არსად არ არის? შეიძლება, მე არ ვიცი?“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

 

big_banner
არქივი