logo_geo
ნინი ონიანი: დავსუსტდი მორალურად...
- +

11 ივნისი. 2021. 15:42

 

 

ტელესახე, ნინი ონიანი ჟურნალ „გზასთან“ ინტერვიუში ვარჯიშის დაწყების მიზეზზე საუბრობს.

 

 

„რაც ვარჯიში დავიწყე, ჩემი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალა, შემეცვალა დამოკიდებულებები, შეხედულებები, სხეული, ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობა გამიუმჯობესდა. ეს დიდ მოტივაციას გვაძლევს. როცა სარკეში ვიყურებით, გვინდა, ჩვენი თავის კარგი ვერსია დავინახოთ, ხომ ასეა? ყველაფერი ისე დალაგდა, როგორც უნდა ყოფილიყო... ვარჯიში იმიტომ დავიწყე, რომ ჩემს თავს ვუთხარი, – აი, ახლა, 6 თვის შემდეგ სარკეში რომ ჩავიხედები, აბსოლუტურად სხვა ადამიანი უნდა დავინახო-მეთქი. მიზნად ეს დავისახე. შემდეგ ვარჯიშში ძალიან ჩავები,  ფიტნესის შიდასამზარეულოში ჩავერთე, დავინტერესდი, ინფორმაცია მოვიძიე, უამრავი რაღაც წავიკითხე, ძალიან ჩამითრია. მივხვდი, ეს ის საქმეა, რომლის კეთებაც მაბედნიერებს. ერთხელ ვცხოვრობთ და ალბათ ის უნდა ვაკეთოთ, რაც გვაბედნიერებს, არა? ასე მოვხვდი ამ სფეროში. პირველ რიგში, მინდოდა, ფიზიკურად გავძლიერებულიყავი, რადგან ყველა ადამიანის მსგავსად, მეც მქონდა პერიოდი, როცა ცუდად ვიყავი ძალიან დავსუსტდი, პირველ რიგში — მორალურად. მორალურად სუსტი ადამიანის ორგანიზმიც სუსტია ვარჯიში ფიზიკურად გაძლიერებისთვის დავიწყე. თან, რა თქმა უნდა, მინდოდა სხეულის ლამაზი ფორმები მქონოდა, ახლა ისეთ ნინიზე რომ ვფიქრობ, როგორიც ერთი წლის წინ ვიყავი, ვერ ვხვდები, ის საერთოდ რა სხეულში ცხოვრობდა. საკუთარი თავის მიმართ ძალიან მომთხოვნი ვარ თავს არ ვიქებ, მაგრამ მთელი საქართველო აღფრთოვანებულია და მეუბნება, – სხეულის სასწაული ფორმები გაქვსო. რა თქმა უნდა, მეც მომწონს. როცა ამდენს შრომობ და შედეგს ხედავ, ეს დიდი მოტივაცია, სტიმული და ადრენალია, მაგრამ მიმაჩნია, რომ ისეთი ფორმები ახლაც არა მაქვს, როგორიც მინდა, მქონდეს, რადგან ადამიანის აღნაგობასთან დაკავშირებით, ახლა ბევრად მეტი ვიცი.“ - ამბობს ტელესახე.

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი