logo_geo
ნონა გაფრინდაშვილი: თანამედროვე ფეხბურთში თუ ლიდერები არ გყავს, ძნელია გამარჯვება
- +

12 ივნისი. 2021. 18:24

 

გადაცემაში „ამ შაბათ-კვირას“ სტუმრობისას დიდმა ქართველმა მოჭადრაკემ, ნონა გაფრინდაშვილმა სპორტის მისთვის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ სახეობაზე, ფეხბურთზე ისაუბრა.

 

გადაცემის წამყვანების შეკითხვას, რა მოსწონს თანამედროვე ფეხბურთში, რა არა და რამდენად შეიცვალა წლების განმავლობაში სპორტის ეს სახეობა, ნონა გაფრინდაშვილმა უპასუხა: „არ მომწონს, როცა მთელი გუნდი დაცვაში დგება. თანამედროვე ფეხბურთში ყველაფერი დანარჩენი პლუსია. ადარებენ ხოლმე, ვინ უფრო ძლიერია, პელე, მარადონა, მესი, რონალდუ. თაობებს შორის დიდი სხვაობაა, ყველას თავისი დრო აქვს და ძალიან რთულია, შეადარო. მესი და რონალდუ რომ შეადარო, სხვა ამბავია, ერთი თაობაა. როცა მოჭადრაკეებზე მეკითხებიან, ვის რომელ ნომრად დავაყენებ, ვპასუხობ – როგორ განვასხვავო? ყველას თავისი ისტორია აქვს და თავისი წვლილი შეტანილი.

 

დღევანდელი ფეხბურთი კი სულ სხვა დონეზეა, ბევრად საინტერესო თამაშებია და სულ სხვა მიდგომა. მთავარია, ორივე გუნდმა სანახაობრივი ფეხბურთი ითამაშოს, ეს ყველას მოსწონს. იტალია გუშინ ხო უტევდა, მაგრამ პირველი ტაიმში დიდი სიამოვნება ვერ მივიღე, იმიტომ რომ, თურქეთი წინააღმდეგობას ვერ უწევდა. ვუყურე შესარჩევში თურქეთის თამაშს და კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ეს კოლექტიური სპორტია და გუშინდელ შეხვედრაში კოლექტივმა ვერ ითამაშა. და კიდევ, ნაკრები იქნება თუ კლუბი, თანამედროვე ფეხბურთში თუ ლიდერები არ გყავს, ძნელია გამარჯვება. გუნდი ლიდერების გარშემო უნდა შეიკრას.

 

ჩვენ იმიტომ გვიყვარს ეს სპორტი, რომ სილამაზე გვიყვარს, ბრძოლა გვიყვარს, როცა კონკურენციას ვხედავთ. სპორტი ადამიანს ახარებს და ანერვიულებს კიდეც. გუშინ, როცა ჯოკოვიჩი და ნადალი თამაშობდნენ, ბოლომდე ვიყავი ჩართული, იმდენად მაგარი შოუ შემოგვთავაზეს“.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი