logo_geo
კახა კალაძე: ლობანოვსკიმ მითხრა- თუ დამიჯერებ, გაქვს შესაძლებლობები რომ დიდი ფეხბურთი ითამაშო...
- +

14 ივნისი. 2021. 00:04

კახა კალაძე: ლობანოვსკიმ მითხრა- თუ დამიჯერებ, გაქვს შესაძლებლობები რომ დიდი ფეხბურთი ითამაშო...

 

თბილისის მერი, კახა კალაძე გადაცემაში „ნოესთან“ კიევის „დინამოში“ თამაშის პერიოდს იხსენებს.

 

„მე და დათო მუჯირი ვართ ოთახში, ვისვენებთ მობილური ტელეფონები არის ახალი შემოსული, მაშინ ლევან კობიაშვილი ვლადიკავკაზში „სპარტაკში“ გადავიდა და პირველი ხელფასით გვაჩუქა მობილური ტელეფონები, ჭკუაზე არ ვიყავით. ამ ტელეფონზე შემოდის ზარი და მეუბნებიან, რომ კეივის დინამოს ხელმძღვანელობა ვართ და გასაუბვრება გბინდაო. მეგონა რომ ვიღაც მეხუმრებოდა, თან, მაშინ რუსული კარგად არ ვიცოდი და დათოს ვთხოვე დახმარება. შევთანხმდით რომ რამდენიმე დღეში ისევ უნდა დაერეკათ, მამასთან უნდოდათ გასაუბრება. მართლაც ასე მოხდა, დაგვირეკეს და გვითხრეს რომ უნდა ჩავსულიყავით რადგან, გუნდის ხელმძღვანელებს უნდოდათ ჩვენთან გასაუბრება. ფული არ გვქონდა, ვისესხეთ და გავფრინდით პირველივე რეისით. დღემდე მახსოვს ლობანოვსკისთან პირველი შეხვედრა, მისი სიტყვები იყო „ჩვენ ვნახეთ რამდენიმე თამაში და ძალიან საინტერესო ახალგაზრდა ხარ და თუ დამიჯერებ, გაქვს შესაძლებლობები რომ დიდი ფეხბურთი ითამაშო“. კონტრაქტს მოვაწერე ხელი, პირველი რამდენიმე თვე ჩემთვის იყო ძალიან რთული, უმძიმესი ვარჯიშები გვქონდა, ბოლომდე ვერ ვუძლებდი და მიწევდა ვარჯიშებიდან გასვლა. ზბორზე ვიყავით და უცებ დილის 7 საათზე გაგვაღვიძეს ვარჯიშიაო, შოკში ვიყავით, სამი ვარჯიში გვქონდა დღის განმავლობაში. იმდენად რთული იყო რომ ვითხოვდი საქართველოში დაბრუნებას მაგრამ, დროთა განმავლობაში ისე დავიხვეწე ერთ-ერთი საუკეთესო ვიყავი, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერმა შედეგი გამოიღო.“ - იხსენებს კალაძე.

 

big_banner
არქივი