logo_geo
კახა კალაძე: სანამ ვცოცხლობ, ყოველთვის ჩემს გულში იქნება...
- +

14 ივნისი. 2021. 00:53

 

„ეს არის ჭრილობა, რომელიც სანამ ვცოცხლობ, ყოველთვის ჩემს გულში იქნება,“ - განაცხადა კახა კალაძემ ძმაზე საუბრისას გადაცემაში „ნოესთან“.

 

„ამ თემაზე საუბარი არ მიყვარს, რადგან ეს არის ჭრილობა, რომელიც სანამ ვცოცხლობ, ყოველთვის ჩემს გულში იქნება. ამ ყველაფრის გადატანა ძალიან მძიმე იყო ჩემთვის, დედაჩემისთვის, მამაჩემისთვის, ოჯახისთვის. მე პირადად შევძელი ჩემ თავში მომენახა ძალა, რომ ჩემი მშობლებისთვის ცხოვრების სტიმული მიმეცა. ყოველთვის ვამბობ და ახლაც ვიტყვი, მე რომ თავი დამეხარა ამ პრობლემის წინაშე და თუნდაც ჩემი კარიერის გაგრძელება ვერ მომეხერხებინა, ვერ მომეხერხებინა, რომ წარმატებული ვყოფილიყავი, ეს ჩემი ოჯახისთვის, მშობლებისთვის, კიდევ უფრო დიდი ტრაგედია იქნებოდა. ისინი ამ ტრაგედიის შემდეგ ჩემი წარმატებით ცხოვრობენ და ცოცხლობენ.

უბედნიერესი ადამიანი ვიქნებოდი, ჩემს გვერდით რომ იყოს, მაგრამ ღმერთმა ასე ინება. სამწუხაროდ, ვერაფერს შევცვლი“, - განაცხადა კალაძემ.

 

right_banner big_banner
არქივი