logo_geo
ანდრია ჯაღმაიძე: გამოსაკვლევია, ერთმა სადისტმა აღმზრდელმა არ დააძინა ბავშვი 2 დღე-ღამის განმავლობაში, თუ რამდენიმე მორიგეობდა
- +

16 ივნისი. 2021. 00:06

 

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ დეტალურად გამოკვლეული უნდა იქნეს ყველა ის ბრალდება, რომელიც ნინოწმინდის პანსიონის მისამართით ისმის.

 

"გამოსაკვლევია ის, რომ რკინის კეტით სცემდნენ ბავშვს, გამოსაკვლევია, რომ "პოლის ჯოხი" გადაატეხეს თავზე, გამოსაკვლევია ის, რომ 2 დღე ღამის განმავლობაში ბავშვი არ დააძინეს, როგორ წარმოგიდგენიათ, როგორ არ უნდა დააძინონ ბავშვი.  ეს ჩვეულებრივი ამბავი არაა, ჩვეულებრივი ნათქვამი არაა, ამას სჭირდება გამოძიება, ერთმა სადისტმა აღმზრდელმა არ დააძინა 2 დღე-ღამის განმავლობაში თუ რამდენიმე მორიგეობდა, რომ ბავშვს არ დაეძინა, ხომ გამოსაკვლევია დაუჯერებელი ამბავია, მე ვერ წარმომიდგენია, რომ "პოლის ჯოხის" გადატეხის შემდეგ ბავშვი დარჩეს ჯანმრთელი," - აცხადებს ანდრია ჯაღმაიძე.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი