logo_geo
როდის გაიხსნება მარშალ გელოვანისა და მაჭავრიანის ქუჩის დამაკავშირებელ გზა
- +

17 ივნისი. 2021. 02:29

 

 

„რაც შეეხება მარშალ გელოვანისა და მაჭავრიანის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობას, მინდა ვთქვა, რომ ეს არის ერთ-ერთი ურთულესი პროექტი ჩვენი ქალაქისთვის. ვინაიდან, პრაქტიკულად ახალი გზა შენდება“, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანმა იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა.

 

მისივე თქმით, ეს არის სტაბილიზაციაში მყოფი მეწყრული არეალი.

 

„შესაბამისად, როდესაც მანდ სამშენებლო და საპროექტო გადაწყვეტილებებს ვიღებთ და ვახორციელებთ, მხედველობაში ვიღებთ ამ ფაქტორებსაც: ეს გზა ხო არ კეთდება 5-10 წლისთვის - მან ათწლეულებს უნდა გაუძლოს. იქ გადაადგილება უნდა იყოს სრულიად უსაფრთხო. ძირითადი სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია. აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს, 24 საათის განმავლობაში სამუშაო პროცესი და ჩვენი ვარაუდით, თუ რამე გაუთვალისწინებელი არ აღმოჩნდა, ვფიქრობთ, რომ 4 თვეში გავხსნით სრულად ახალ გზას და ეს გზა იქნება ძალიან დიდი შვება ვაშლიჯვარში, ლისის ტბის მიმდებარედ და ნუცუბიძეზე მცხოვრები ადამიანებისთვის, რომლებიც უპრობლემოდ შეძლებენ გადაადგილებას მარშალ გელოვანისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

 

 

right_banner big_banner
არქივი