logo_geo
ირაკლი ბენდელიანი: ეს ქალაქი ყველასია, ყველას უნდა მივხედოთ და ყველამ ვიზრუნოთ ამ ქალაქზე
- +

17 ივნისი. 2021. 03:02

 

 

„პროექტი არ არის მხოლოდ კომპანიის გამოვლენა, დავალების მიცემა და შემდეგ დასრულებაზე მისვლა. ყოველდღიურად გვხდება გარკვეული პრობლემები, რომლებსაც დაუყოვნებლივ სჭირდება გადაწყვეტა, სსხვა შემთხვევაში გაჩერდება პროექტი და არიან თანამშრომლები, რომლებიც ფიზიკურად არიან ამ სამუშაოებში ჩართულები. ასევე კომპანიები, რომლებიც უშუალოდ ახორციელებენ ამ სამუშაოებს, მინდა მათ, ყველას მადლობა გადავუხადო“, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანმა იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა.

 

მან ასევე ისაუბრა ვანდალიზმის ფაქტებზე.

 

„ეს ძალიან გულდასაწყვეტია. როდესაც თითოეული ეს ადამიანი უშუალოდ ჩართულია ამ სამუშაოებში, დავასრულებთ პროექტს, ყველას მოგვწონს და 1 კვირის, 1 თვის თავზე ვხედავთ, რომ ადამიანი, ადამიანთა ჯგუფი ამ ყველაფერს აზიანებს. მინდა ასეთ ადამიანებს ვთხოვო და მოვუწოდო, რომ ეს არ არის მარტო ჩვენი გასაკეთებელი - ეს ქალაქი ყველასია, ყველას უნდა მივხედოთ და ყველამ ვიზრუნოთ ამ ქალაქზე“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი