logo_geo
ნანა დათუნაშვილი: ისე ვნანობ, რომ უკანასკნელად არ ვაკოცე…
- +

17 ივნისი. 2021. 17:19

 

მსახიობ გიორგი გოგიჩაიშვილის დედამ ნანა დათუნაშვილმა გადაცემა „ახალ პროფილში“ მაია ასათიანთან ცხოვრების ურთულესი პერიოდი გაიხსენა, როდესაც გოგიჩა ცუდად იყო.

 

„შვილის დიაგნოზი ვიცოდი, მაგრამ მე ვიცოდი, რომ უნდა მორჩენილიყო. ნათია მალავდა ამას, ყველაფერი თვითონ გადაიტანა. ჩემი შვილისთვის სამი ათასი ნემსი მაინც მაქვს გაკეთებული, ტკივილები ჰქონდა. მე ვიცოდი, რომ უნდა განკურნებულიყო. თურქეთში ხომ დადიოდა და ნათია მეუბნებოდა, აი, ცოტაც, ცოტაც… მეგობარმა დაურეკა, გოგიჩ, 25 ივლისს დაბადების დღე მაქვს და ხომ მოხვალო.

 

ვაიმე, ახლა კი ვარ ცუდად, მაგრამ 25-მდე, შე კაცო, გამივლისო. 4-ში გარდაიცვალა. ბოლომდე არც თვითონ იცოდა, მაგრამ ბოლოს ძალიან მძიმედ რომ იყო, ნათიასთვის საავადმყოფოში უთქვამს, ვაიმე, დედაჩემმა რა უნდა ქნასო… მე ცრემლს ჩემს მეუღლესაც არ ვაჩვენებ, არც ნათიას, რა თქმა უნდა, არც შვილიშვილებს. არ მიყვარს, როცა ვინმეს ვეცოდები. ამიტომ ვცდილობ, არ დავამძიმო ოჯახის წევრები, მათ ისედაც ძალიან უჭირთ.

 

მეუღლე, სოსო მყავს გვერდით, მარტო ვარ მხოლოდ ლოცვისასა, მაშინ ვტირი, ვტირი… სიზმარში არ ვხედავ. დედაჩემი რომ გარდაიცვალა, ჩავეხვიე და ვაკოცე და ვეღარ ვნახე სიზმარში. ამას არ ვაკოცე სპეციალურად და ისე ვნანობ… ჩემი შვილი არ მესიზმრება“, - ამბობს ნანა დათუნაშვილი.

 

right_banner big_banner
არქივი