logo_geo
მარიამ გულედანი: გადაცემაში მაქსიმალურად „ჩვენი თავები ვართ“
- +

18 ივნისი. 2021. 17:41

 

 

მომღერალ აჩიკო გულედანის შვილი მარიამ გულედანი გადაცემა „ჩათის“ ერთ-ერთი წამყვანია. მარიამმა ჟურნალ „გზასთან“ ინტერვიუში გადაცემაში შექმნილ კომფორტზე ისაუბრა.

 

 

„წამყვანის ამპლუაში თავს კომფორტულად ვგრძნობ. მგონი, ეს ყველაზე კომფორტული რამეა, რადგან ზიხარ და ფაქტობრივად, შენს აზრს გადმოსცემ. რეალურად, ამ გადაცემაში დიდი თავისუფლება გვაქვს - მაქსიმალურად „ჩვენი თავები ვართ“: დაწერილ სცენარს კი არ მივყვებით, რასაც მართლა ვფიქრობთ, იმას ვამბობთ. საშუალება მაქვს, ჩემი აზრები გადმოვცე. საერთოდ, სულ მინდა ხოლმე, რომ ჩემი აზრები ვიღაცეებს გავუზიარო, სადღაც გავაჟღერო... ახლა ამის შესაძლებლობა მომეცა. შესაბამისად, ჩემთვის ძალიან კომფორტულია. თან, გადაცემაში ისეთი სიტუაციაა, რომ დაძაბული არ ხარ - ოთხივე თანაწამყვანს თავისუფალი სივრცე გვაქვს“, - ამბობს მარიამი.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი