logo_geo
„ოთხი დღის განმავლობაში ვყავდი დაბმული, მირტყამდნენ...“ - რას ჰყვება საბერძნეთში დაკავებული გიორგი ხარძეიშვილი
- +

18 ივნისი. 2021. 21:17

 

 

საზარელი მკვლელობა, უდანაშაულო ქართველი და რეალური დამნაშავე, რომელიც პოლიციასაც და მედიასაც ერთი თვის განმავლობაში ატყუებდა. „ქრონიკამ“ ქალაქ ღლიკანარაში მომხდარის დეტალები გაარკვია და კორიდალოს ციხეში მყოფ საქართველოს მოქალაქესთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც გიორგი ხარძეიშვილი ადგილობრივი პოლიციის მხრიდან ძალადობის შესახებ ჰყვება.

 

„ოთხი დღის განმავლობაში ვყავდი დაბმული და მირტყამდნენ, რომ მეღიარებინა, როდესაც საერთოდ არ ვიცოდი, თუ რა ხდებოდა. ჩამიყვანეს კარცერში, ვინც იღლებოდა, ენაცვლებოდნენ ერთმანეთს. არაფერს მეკითხებოდნენ, პირდაპირ მოდიოდნენ, მცემდნენ და მთხოვდნენ, მეღიარებინა, როგორ მოვკალი. არც ქურდობის ფაქტებთან მაქვს შეხება. ჩემი დნმ-ი ამოვიდა ერთ-ერთ ინსტრუმენტზე. მე მანქანა მომპარეს, რომელშიც ეს ინსტრუმენტი მქონდა და ეს ინსტრუმენტიც აქვთ ნანახი“, - აცხადებს გიორგი ხარძეიშვილი.

 

11 მაისს ათენთან ახლოს ქეროლაინ ქრაუჩი 11 თვის შვილის თანდასწრებით მოკლეს. მკვლელობასთან დაკავშირებით სამართალდამცველებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ მას დანაშაულთან კავშირი არა აქვს. პოლიციამ 20 წლის ქრაუჩის მკვლელობისთვის ბრალი მის ქმარს წაუყენა. 32 წლის ბაბის ანაგნოსტოპულოსმა ბრალი უკვე აღიარა.

 

 

right_banner big_banner
არქივი