logo_geo
მარიამ გულედანი: რაც მინდა, იმას ვაკეთებ
- +

19 ივნისი. 2021. 02:29

 

 

მომღერალ აჩიკო გულედანის შვილმა, გადაცემა „ჩათის“ ერთ-ერთი წამყვანმა მარიამ გულედანმა თავის გარეგნობაზე და იდეოლოგიურად მისაბაძ ადამიანზე ჟურნალ „გზასთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

 

„ჩემს გარეგნობასა და აზროვნებაზე ალბათ ან არავინ, ან ყველამ მოახდინა გავლენა. ვერ ვიტყვი, რომ ერთ ადამიანს შევხედე და მივხვდი, ეს მომწონს და გადმოვიღე-მეთქი. უბრალოდ, რაღაცები მომეწონა და რაც მომინდა, იმას ვაკეთებ. მოკლედ, გარეგნობასთან დაკავშირებით მისაბაძი არავინ მყავს: რაც მომწონს და რაშიც კომფორტულად ვგრძნობ თავს, იმას ვირგებ. აზროვნებას რაც შეეხება, დიდი ზეგავლენა მოახდინა ჩემი საყვარელი ბენდის - „Twenty One Pilots“ სოლისტმა- ტაილერ ჯოზეფმა. თავად ტაილერი როგორც ფიქრობს, ჩემთვის მისაბაძია, ვერ ვიტყვი, რომ ყველა აზრი მისგან მაქვს. უბრალოდ, მის დამოკიდებულებებს დიდ პატივს ვცემ და ვაფასებ“, - ამბობს მარიამ გულედანი.

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი