logo_geo
ია ფარულავა: ყველა ამბობს, რომ მე და ფადი, საუკეთსო წყვილი ვიყავით...
- +

21 ივნისი. 2021. 01:28

 

 

მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარულავა პირად ცხოვრებაზე საუბრობს. ის მისი ყოფილი მეუღლის, ბიზნესმენ ფადი ასლის შესახებ ჰყვება.

 

„ყველა ამბობს, რომ მე და ფადი საუკეთესო წყვილი ვიყავით და დღემდე მისტირიან ამ წყვილს. მაქვს თვისება, რომ რაღაცეებს ვბლოკავ და აღარ განვიცდი. ყველაზე მეტად იმაზე მწყდება გული, რომ მე არასდროს წამიყვანა ლიბანში და აი, ის გოგო წაიყვანა – ჩემს მერე ვისთანაც ჰქონდა რომანი. დღესდღეობით, ვმეგობრობთ. თვეში, ორ-თვეში ერთხელ ლანჩი გვაქვს. ის თავის, მე ჩემს ამბებს ვუყვები. ჩემს შემდეგ მეორე, ძალიან მძიმე რომანი ჰქონდა, რომელზეც ვსაუბრობდით. ჩვენ კარგი მეგობრები ვართ“,- ამბობს ია ფარულავა გადაცემაში “ნოესთან“.

 

 

big_banner
არქივი