logo_geo
სანდრო სანაია: მამის სიკვდილი ისე ამიხსნეს, რომ მივიღე მოცემულობად
- +

22 ივნისი. 2021. 12:49

 

 

ჟურნალისტ გიორგი სანაიას ვაჟმა, სანდრო სანაიამ მამასთან ურთიერთობის დეტალები გადაცემაში „ფარული კონვერტი“ გაიხსენა.

 

„არ ვარ დარწმუნებული, ეს ნამდვილად ჩემი მოგონებებია თუ სხვების მიერ მოყოლილი ამბები. მახსოვს, თუ დილით მულტფილმების ნაცვლად საინფორმაციოზე გადავრთავდი, „მაკდონალდსში“ მივყავდი ხოლმე. მამის სიკვდილი ისე ამიხსნეს, რომ მივიღე მოცემულობად. არ მსიამოვნებდა, როდესაც ვინმეს ვეცოდებოდი და ვებრალებოდი, იყო ერთი მასწავლებელი, რომელიც გამოხატავდა სიბრალულს და ეს არ მსიამოვნებდა. რაც შეეხება მამის მკვლელობას, მომხდართან დაკავშირებით სტანდარტული კითხვები მაქვს. ვინ და რატომ შეუკვეთა ეს მკვლელობა. ბუნებრივია, არ მჯერა, რომ ადამიანი, რომელიც დაკავებული იყო და მოიხადა სასჯელი, ის არის რეალური დამნაშავე!“ - ამბობს სანდრო სანაია.

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი