logo_geo
ნინო კანკავა: ნუცას დაბრუნების დროს, ჩემს დასთან გადავედი, თავი დავიზღვიე...
- +

23 ივნისი. 2021. 14:38

 

მომღერალ ნუცა ბუზალაძის დედა ნინო კანკავა ჟურნალ „სარკესთან“ იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც ფესტივალზე ვერ წავიდა.

 

„ნამდვილად, არასდროს გამიშვია მარტო, ყოველთვის ერთად ვართ. ვზრუნავ ნუცას გარეგნობაზე, ჩაცმულობაზე, მაკიაჟზე, რაც მთავარია, მისი ყველაზე ერთგული გულშემატკივარი ვარ და ყველაზე კარგად ვამხნევებ. კორონას პანდემიიდან გამომდინარე, შეშინებული ვიყავი და თავი შევიკავე. წელიწად-ნახევარი თითქმის არ გამოვსულვარ სახლიდან. ნუცას დაბრუნების დროს კი ჩემს დასთან გადავედი. ვფიქრობდი, კონკურსზე ნუცას ბევრ ადამიანთან ექნებოდა ურთიერთობა, ახლო კონტაქტები და თავი დავიზღვიე, მაგრამ კოვიდს მაინც ვერ ავცდი“, - ამბობს მომღერლის დედა.

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი