logo_geo
ნონა გაფრინდაშვილი: რა თქმა უნდა, მესი!
- +

23 ივნისი. 2021. 15:16

 

„ევროპის ჩემპიონატის პარალელურად სამხრეთ ამერიკაში „კოპა ამერიკის“ ჩემპიონატი მიმდინარეობს, რომელშიც, ისევ და ისევ მესის გამო არგენტინის ნაკრებს ვქომაგობ. მოკლედ, თუ არგენტინა „კოპა ამერიკას“ მოიგებს, ლეო მესის მისალოც საჩუქარს გავუგზავნი“, - ამის შესახებ გაზეთ „ასავალ-დასავალს“ მსოფლიო ჭადრაკის ქართველმა ლეგენდამ ნონა გაფრინდაშვილმა განუცხადა.

 

„მესი თუ რონალდუ? რა თქმა უნდა, მესი! რონალდუ შესანიშნავი ფეხბურთელი, დიდი პროფესიონალი და ნამდვილი ვარსკვლავია, მაგრამ საფეხბურთო ტალანტთან ერთად შესანიშნავი პიროვნული თვისებების ქონის გამო უპირატესობას მესის ვანიჭებ!

 

მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძალიან მომწონს საფრანგეთის ნაკრები, რომელსაც უძლიერესი შემადგენლობა ჰყავს და, ვფიქრობ, ჩემპიონობის უპირველესი პრეტენდენტია!

 

მოგეხსენებათ, ევროპის ჩემპიონატის პარალელურად სამხრეთ ამერიკაში „კოპა ამერიკის“ ჩემპიონატი მიმდინარეობს, რომელშიც, ისევ და ისევ მესის გამო არგენტინის ნაკრებს ვქომაგობ. მოკლედ, თუ არგენტინა „კოპა ამერიკას“ მოიგებს, ლეო მესის მისალოც საჩუქარს გავუგზავნი“, - განაცხადა ნონა გაფრინდაშვილმა.

 

big_banner
არქივი