logo_geo
ილია ელოშვილი: ჩვენ არ შევხებივართ ჯანდაცვისა და სოციალურ ბიუჯეტს, პირიქით, გავზარდეთ. შესაბამისად, შედეგიც სახეზეა
- +

24 ივნისი. 2021. 03:00

 

„ძუძუს კიბოს სკრინინგი და პრევენციული ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეროვნული სკრინინგის ცენტრში მერიამ 2 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. ის თანამედროვე აპარატურით აღიჭურვა, ფილიალები დაემატა და მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოეცვა, რომლებიც უფასოდ ჩაიტარებდნენ გამოკვლევებს“- ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე, ილია ელოშვილმა იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა.

 

მისივე თქმით, გამოკვლევების ძალიან დიდი სპექტრია, თუმცა ძუძუს კიბოს სკრინინგის და პრევენციული ღონისძიებების ყველაზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა. მან ყურადღება გაამახვილა ასევე დაფინანსებაზე.

 

„2 200 000-ზე მეტჯერ მოხდა დაფინანსება ჯანდაცვის მიმართულებით 3 წლის განმავლობაში. ცალკე გამგეობები აფინსებენ, თუ 1000 ლარამდეა მედიკამენტების ღირებულება, 1000 ლარის ზემოთ კი საქალაქო სამსახურები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ არ შევხებივართ ჯანდაცვისა და სოციალურ ბიუჯეტს. პირიქით, გავზარდეთ. შესაბამისად, შედეგიც სახეზეა. ყოველწლიურად იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, რომლებსაც ვაფინანსებთ. ყველაზე პირველი, რაც ჩვენ გავაკეთეთ, ის იყო, რომ შევცვალეთ წესები, თუ როგორ გაიცემა ეს დაფინასება. გავხაეთ აბსოლუტურად გასაგები, გამჭვირვალე, ჩამოყალიბდა პრიორიტებები, კატეგორიები და ინსტრუქციები გაიწერა“, - განაცხადა ილია ელოშვილმა.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი