logo_geo
ნინო კანკავა: დამირეკა და მითხრა „დედა, ახლა ვზივარ მანქანაში და ვღრიალებ“ ...
- +

24 ივნისი. 2021. 02:14

 

ნინო კანკავა, ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში ნუცა ბუზალაძეზე საუბრობს.

 

 

„ყოველთვის უყვარდა ყურადღების გამოჩენა. ერთხელ ჯერ კიდევ პატარა იყო, აღმაშენებლის გამზირზე მივედით ჩემს დასთან. დისშვილები დაბადების დღეზე მიდიოდნენ. იუბილარის დედამ  ნუცაც დაპატიჟა. როცა უკითხავს, შენ რას მიირთმევო, უპასუხა, მე ორი ჰამბურგერი მინდა, ერთი - ჩემთვის, მეორე - დედიკოსთვისო.

 

ნუცამ ამისრულა სანუკვარი ოცნება და ახლა ჩვენ ვცხოვრობთ ახალ, ლამაზ სახლში, რომელიც მთლიანად თავისი გემოვნებით მოაწყო. უყვარს სუნამოების, სამოსის, სამკაულების ჩუქება.

 

ჩემი შვილი არა მხოლოდ ჩემთან არის ასეთი ყურადღებიანი, ცდილობს, ყველას დაეხმაროს. განსაკუთრებით უყვარს მოხუცები. მისთვის ძალიან ძვირფასი იყო ბაბუა, ჩემი მამა, რომელმაც გაზარდა და რომლის გარდაცვალება ძალიან განიცადა. სულ დარდობს, რომ ბაბუა მის წარმატებას ვერ მოასწრო.

 

ამას წინათ დამირეკა, ტიროდა: „დედა, იცი, რა მოხდა? მეგობართან ვიყავი, სახლში მოვდიოდი, მანქანის კარი გავაღე და მოხუცი კაცი დავინახე, რომელიც გაფართოებული თვალებით მიყურებდა. უცებ დავკეტე მანქანა, შევვარდი იქვე სუპერმარკეტში და რაც ფული მქონდა, სულ პროდუქტები და ტკბილეული ვიყიდე. მერე დავეწიე მოხუცს და პარკები მივაწოდე. გაოცებული მიყურებდა ერთხანს, თავი დახარა და მითხრა, ბაბუ, რატომ შეწუხდი, მე შენთვის ცუდად არ შემომიხედავს, პირიქით, გამიხარდა, ასეთი კარგი გოგო რომ დაგინახეო. მე კიდევ ვუთხარი, ეგ არც მიფიქრია, ცუდად არ გამიგოთ, მინდა, სულ ცოტათი გაგახაროთ-მეთქი. აღმოჩნდა, პატარა შვილიშვილები ჰყოლია, ძალიან გაჭირვებულები ყოფილან და საშოვარზე იყო გამოსული. დედა, ახლა ვზივარ მანქანაში და ვღრიალებ, მოხუცებს არ უნდა უჭირდეთ“.

 

ამბობს, როცა კიდევ უფრო დიდ წარმატებას მივაღწევ და მეტი შესაძლებლობა მექნება, ყველას დავეხმარები, პირველ რიგში კი, მოხუცებსო“, - ამბობს ნინო კანკავა.

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი