logo_geo
რობერტ სტურუა: დასამალი არაფერი გვაქვს - ჩეხოვის ფესტივალზე დაგვპატიჟეს და მივდივართ!
- +

24 ივნისი. 2021. 02:34

 

„ქართული თეატრები რუსეთში ჩუმ-ჩუმად დადიან, ჩვენ კი ამას ღიად, ვირეშმაკობისა და აფერისტობის გარეშე ვაკეთებთ“, - ამის შესახებ შოთა რუსთაველი თეატრის დასის რეჟისორმა რობერტ სტურუამ, მოსკოვში ანტონ ჩეხოვის სახლობის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე გამგზავრებასთან დაკავშირები ატეხილ აჟიოტაჟთან დაკავშირებით გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში განაცხადა. 

 

„ჩეხოვის სახელობის საერთაშორისო ფესტივალზე მსოფლიოს სხვადასხვა თეატრთან ერთად ჩვენც მიგვიწვიეს და, რა თქმა უნდა, სიამოვნებით მივიღებთ მონაწილეობას. სხვათაშორის, ქართული თეატრები რუსეთში ჩუმ-ჩუმად დადიან, ჩვენ კი ამას ღიად, ვირეშმაკობისა და აფერისტობის გარეშე ვაკეთებთ.

 

მაგალითად, მარჯანიშვილის თეატრი სანკტ-პეტერბურგსა და ვორონეჟში იმყოფებო და, სხვა თეატრებიც დადიან რუსეთში, ქართველი მომღერლები ჩადიან და კონცერტებს მართავენ, მაგრამ ამას არ ამხელენ, ჩვენ კი დასამალი არაფერი გვაქვს - ჩეხოვის ფესტივალზე დაგვპატიჟეს და მივდივართ! სხვათაშორის, თემურ ჩხეიძე 10 წლის განმავლობაში რუსეთში ტოვსტონოგოვის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო“, - განაცხადა რობერტ სტურუამ.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი