logo_geo
გიორგი გახარია: დასამალი არაფერია, საერთო „ნაცმოძრაობასთან“ არ მაქვს
- +

24 ივნისი. 2021. 14:02

 

 

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია ადასტურებს, რომ ვაშინგტონში იმ სასტუმროში იმყოფებოდა, სადაც მიხეილ სააკაშვილი იყო განთავსებული, თუმცა, უარყოფს ინფორმაციას, რომ იქ „ნაციონალურ მოძრაობის“ წევრებს შეხვდა.

 

გახარიას განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არანაირი კავშირი არ აქვს.

 

„ამ სასტუმროში ვიყავით ერთი ღამე. იქ შევიკრიბეთ, რადგან სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოვფრინდით. მეორე დღესვე უკვე ვიყავით სხვა სასტუმროში. გადაკვეთა არ გვქონია. ეს არასერიოზულია. ჩვენი წასვლა თავიდანვე ასე იყო დაგეგმილი იმიტომ, რომ ლოგისტიკურად სხვა სასტუმროში ყოფნა, გეოგრაფიულად, მისვლა-მოსვლისთვის ბევრად უფრო მოსახერხებელი იყო.

 

საერთოდ, ამის უკან არაფერია, შეხვედრაზე საუბარი ზედმეტია, არ არის სწორი. არაფერი დასამალი არ მაქვს. საერთო „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არ მაქვს“, - აცხადებს გახარია „რუსთავი 2“-თან საუბარში.

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი