logo_geo
რუსკა ქარქაშაძე: მივხვდი, ჩემი ცხოვრებიდან ძალიან დიდ რაღაცას ვემშვიდობებოდი
- +

25 ივნისი. 2021. 11:05

 

მსახიობი და ტელეწამყვანი, რუსკა ქარქაშაძე ჟურალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში ცხოვრების ახალ ეტაპზე საუბრობს.

 

„მიუხედავად იმისა, რომ სამსახურის გამო ძალიან დაკავებული ვიყავი და ხშირად მიწევდა გაკვეთილების გაცდენა, სკოლა ვერცხლის მედალზე დავასრულე. ოქროს მედალი რომ მიმეღო, მხოლოდ, ერთმა საგანმა შემიშალა ხელი, კერძოდ, ინგლისურმა. არადა, ეს საგანი ყველაზე კარგად ვიცოდი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოტივაცია დამივარდა. პირიქით, უფრო მოტივირებული ვარ. პარალელურად, ვემზადებოდი და ვაბარებ საქართველოში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში, ჟურნალისტიკასა და მასობრივ კომუნიკაციებზე. იმედი მაქვს, ამ სფეროში სამომავლოდ, წარმატებას მივაღწევ და ღირსეული სტუდენტობაც მექნება. განსაკუთრებულად ჩამრჩა ბოლო ზარის მომენტი. ბოლო წამამდე ვამბობდი: რა მაგარია, სკოლას დავამთავრებ, სტუდენტი გავხდები-მეთქი და... რომ მივედი სკოლის ეზოში და თეთრ პერანგზე წარწერებს მიკეთებდნენ, ცოტა მოვიღუშე. მივხვდი, ჩემი ცხოვრებიდან ძალიან დიდ რაღაცას ვემშვიდობებოდი და უკვე, მართლა გავიზარდე. რეალობას დავეჯახე, ფაქტის წინაშე დავდექი. იმ წარწერებიან პერანგს ცხოვრების ბოლომდე სათუთად შევინახავ, ჩემს კარადაში საპატიო ადგილს მივუჩენ, როგორც ძალიან ძვირფას ნივთს, რაც ჩემს ყველაზე ტკბილ წლებს უკავშირდება და რაც სკოლიდან გამომყვა. ისეთ ემოციებში ვიყავი, არც წამიკითხავს რა დამაწერეს.“- ამბობს რუსკა ქარქაშაძე.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი