logo_geo
ირაკლი ხმალაძე: ქალაქი ქაოსური განაშენიანებისგან უნდა დავიცვათ
- +

30 ივნისი. 2021. 20:55

 

 

„სანებართვო პროცესებთან მიმართებით, თუ ჩვენ მუნიციპალიტეტის მუშაობას, 10-15 წლის წინანდელ პერიოდს შევადარებთ, შეიძლება ითქვას, რომ მაშინ უფრო ბედნიერები იყვნენ საამშენებლო კომპანიები, ვიდრე დღეს“, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დედაქალაქი“ განაცხადა.

 

„თუ ჩვენ სამშენებლო სექტორი შეგვაქებს, „ყოჩაღ, მერია! რა მაგრად მუშაობთ!“, ჩათვალეთ, რომ ძალიან ცუდად ვმუშაობთ. ჩვენ თუ მათ საამშენებლო გადაწყვეტილებებს კარგად მოვერგებით, ე.ი. ჩვენ ქალაქს სწორად არ ვგეგმავთ. არ შეიძლება, საამშენებლო ბიზნეს-ინტერესებთან თავსებადი იყოს ურბანული გეგმარება, ამიტომ ბიზნეს უნდა მეტი შემოსავლის მიღება და განაშენიანება. ჩვენი ინტერესია, კი, უნდა გავითვალისწინოთ ეკონომიკური განვითარებისთვის აჭირო აქტივობები, მაგრამ ქალაქი ქაოსური განაშენიანებისგან უნდა დავიცვათ.

 

სანებართვო პროცესებთან მიმართებით, თუ ჩვენ მუნიციპალიტეტის მუშაობას, 10-15 წლის წინანდელ პერიოდს შევადარებთ, შეიძლება ითქვას, რომ მაშინ უფრო ბედნიერები იყვნენ საამშენებლო კომპანიები, ვიდრე დღეს. ბევრი რეგულაცია შემოვიდა. მაგალითად, ორი წლის წინ ამოქმედდა სახანძრო უსაფრთხოების წესები, ახლა - მისადგომების სტანდარტები, რადგან ეს არის ცხოვრებისთვის გაუმჯობესებული ხარისხი, რომელიც ჩვენს მოსახლეობას სჭირდება“, - დასძინა ხმალაძემ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი