logo_geo
პაატა იმნაძის თქმით, საქართველოს მაგალითზე, ჩინური და ევროპული ვაქცინები ინფიცირებისგან თითქმის ერთნაირად იცავს
- +

2 ივლისი. 2021. 22:50

 

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში სამივე ვაქცინით აცრილთა შორის COVID-19-ით ინფიცირებულთა მაჩვენებელი ძალიან მცირეა. ამის შესახებ პაატა იმნაძემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.

 

"გეტყვით ერთს, ჯერჯერობით, რაც გვაქვს საქართველოში მონაცემები, დაახლოებით ერთნაირად არის სულ ყველა ვაქცინით, ორჯერ აცრილებზეა საუბარი, დაახლოებით 0.3-0.4%, ვინც მაინც გახდა ავად ორჯერ აცრილებში. ეს არის ძალიან მიზერული ციფრი," - განაცხადა პაატა იმნაძემ.

 

ცნობისთვის, დღეის მონაცემებით, საქართველოში სულ 266 161 პირია აცრილი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი