logo_geo
თენგიზ ცერცვაძე: ინდურ შტამს აქვს 50%-ით მეტი გადამდებლობა, ვიდრე ბრიტანულს
- +

3 ივლისი. 2021. 00:37

 

 

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ ე.წ. დელტა შტამი სხვა შტამებთან შედარებით, გაცილებით სწრაფად გადამდებია.

 

"ბრიტანულ შტამს ჰქონდა 50%-ით მეტი გადამდებლობა, ვიდრე სტანდარტულ ჩინურს, ინდურს აქვს 50%-ით მეტი გადამდებლობა, ვიდრე ბრიტანულს. ანუ, ის ძალიან სწრაფად ვრცელდება. ამიტომ ხდება ის დომინანტი, მათ შორის ბრიტანეთში, რომელიც ბრიტანული შტამის სამშობლოა, მაგრამ გადაფარა ე.წ. ინდურმა შტამმა.

 

ის იძლევა უფრო მძიმე ფორმებს. ყველაზე სერიოზული კვლევით. ბრიტანული შტამი იძლევა უფრო მძიმე ფორმებს და ეს დადასტურებლად ითვლება, ინდურ შტამზე ჯერ კვლევები არ არის დამთავრებული, მაგრამ უკვე გამოითქვა ძალიან ავტორიტეტულ ექსპერტებისგან, რომ ის იძლევა გაცილებით უფრო მძიმე შემთხვევებს. ის კლინიკური ნიშნები, რაც ჩვეულებრივ აქვს კოვიდს, დაწყებული პნევმონიის მოცულობით და ინტენსივობით, გაგრძელებული ჰაერის უკმარისობით და ჟანგბადდამოკიდებულების ხარისხით და ა.შ.“, - აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი