logo_geo
ნინო თანდილაშვილი: კლიმატის ცვლილების საკითხები, არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ჩვენი პარტნიორებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია
- +

3 ივლისი. 2021. 18:10

 

გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო თანდილაშვილის განცხადებით, ქვეყნის მთავრობის პრიორიტეტია ჰაერში მავნე ნივთიერებების კონცენტრაციის შემცირება და ქვეყანა, ამ მიმართულებით, სწორ ნაბიჯებს დგამს.

 

„კლიმატის ცვლილების საკითხები, არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ, ჩვენი პარტნიორებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. მოგეხსენებათ, საქართველო შეუერთდა პარიზის შეთანხმებას და სწორედ ასოცირების დღის წესრიგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ჩვენ შევასრულოთ პარიზის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები. ამ მიზნით, მიმდინარე წლის აპრილში, საქართველოს მთავრობამ უკვე მიიღო სტრატეგიული დოკუმენტი. ჩვენ დავამტკიცეთ ეროვნული სტრატეგიული დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს იმ ამბიციას, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს სათბური გაზების გაფრქვევების შემცირების მიმართულებით. ესაა 35% სათბური აირების შემცირება, 1990 წლის მაჩვენებელთან შედარებით. ჩვენი პარტნიორების მხრიდან, ეს ძალიან ამბიციურ განაცხადად ჩაითვალა. 2030 წლამდე, ამ სამიზნე მაჩვენებელს უნდა მივაღწიოთ. ესაა წინ გადადგმული ნაბიჯი იმისთვის, რომ 2024 წლისთვის, საქართველომ განაცხადი გააკეთოს ევროკავშირის წევრობაზე, რადგან სწორედ ასოცირების შეთანხმების ერთ-ერთი ვალდებულებაა მნიშვნელოვანი, სტრატეგიული სამიზნე მაჩვენებლების განსაზღვრა, რაც ჩვენ უკვე გავაკეთეთ და შევასრულეთ ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული მოთხოვნა. ჩვენ გვაქვს პარტნიორების მნიშვნელოვანი მხარდაჭერა. მომდევნო წლებში, ჩვენ ძალიან აქტიურად უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ განახლდეს სატრანსპორტო სისტემა და ეს შეეხოს არა მხოლოდ დედაქალაქს, არამედ - ჩვენი ქვეყნის მსხვილ ქალაქებს. ასევე, ვიმუშავეთ ნარჩენების გადამუშავების საკითხზე და მათი თანამედროვე სტანდარტებით შეგროვებაზე. ამასთან, მნიშვნელოვანია, ქვეყანამ წარმატებით განახორციელოს სატყეო სექტორის რეფორმა, რადგან ჩვენი ქვეყნის 40& დაფარულია ტყით, რომელთაც აქვთ მავნე აირების შთანთქმის შესაძლებლობა, რაც გაფრქვევების საერთო წილის 1/3-ს შეადგენს. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ტყეებს მოვუფრთხილდეთ და ამ მიმართულებით, ჩვენი პარტნიორებისგან მნიშვნელოვანია მხარდაჭერა“, - აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა „ქრონიკასთან“ საუბრისას.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი