logo_geo
შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციას არ აქვს პასუხი კონკრეტულად რა არ მოსწონს ან რისი შეცვლა უნდა მოსამართლეთა შერჩევის პროცედურაში
- +

10 ივლისი. 2021. 22:15

 

 

„უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევა მიმდინარეობს პარლამენტში, ეს პროცესი არის გამჭვირვალე და ამ გადაწყვეტილებას იღებენ დემოკრატიული ლეგიტიმაციის მქონე პარლამენტის წევრები. ხალხისგან ნდობა გამოიხატება იმაშიც, რომ მათი ნდობით აღჭურვილი პარლამენტის წევრები, ვისაც აქვთ მანდატი და დემოკრატიული ლეგიტიმაცია ხალხისგან, ჩართული არიან ამ პროცესში და იღებენ ამ გადაწყვეტილებას“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა შალვა პაპუაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

„ორი კვირაა ისმის ეს კითხვა და პასუხი ჯერ არ გაცემულა - რა არის ისეთი ამ პროცედურაში, რაც შეცვლას საჭიროებს? ეს შეკითხვა ბიუროს სხდომაზე არჩილ თალაკვაძემ დაუსვა ოპოზიციას და მათ პასუხიც კი არ ჰქონდა. სამარცხვინოა როდესაც ერთი მხრივ, ასეთ მაღალ მოთხოვნებს აყენებ, რომ შეჩერდეს პროცედურა და ამავე დროს, არ გაქვს პასუხი კითხვაზე რა არ მოგწონს ამ პროცედურაში და რა არის შესაცვლელი. ამაზე პასუხი არ აქვთ. პასუხი არის, რომ თითქოს არის რაღაც ტექნიკური დეტალები, რაც სინამდვილეში არ არსებობს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

 

big_banner
არქივი