logo_geo
მამა შალვა კეკელია: როცა მიჭირს, შვილის საფლავზე ავდივარ, მამიკო, როგორ მოვიქცე-მეთქი, ვეკითხები
- +

12 ივლისი. 2021. 02:51

 

თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მამა შალვა კეკელია, გარდაცვლილი შვილის შესახებ ჟურნალ „სარკესთან" საუბრობს და ამბობს, რომ როდესაც ძალიან ჭირს, შვილის საფლავზე ადის და რჩევას ეკითხება.

 

-ჩვენი მეოთხე შვილი უფალთანაა. დაბადებიდან მალევე გარდაიცვალა, სულ 5 საათი იცხოვრა ამქვეყნად. ჩემი დიდი მეოხია და ძალიან მეხმარება, როცა მიჭირს, მის შემწეობას ბევრ რამეში ვგრძნობ. როცა შინაგანი თუ გარეგანი ბრძოლები მაქვს და ვერ ვიგებ, როგორ მოვიქე, მის საფლავზე ავდივარ და ვეუბნები, მამიკო, რამე რომ არ შემეშალოს, გეხვეწები, დამეხმარე-მეთქი. მართლაც ძალიან მეხმარება და მეწევა.

 

– ანგელოზად და მფარველად მიიჩნევთ გარდაცვლილ შვილს?

 

– დიახ, ჩემი ოჯახის მფარველი ანგელოზია. თავის დედმამიშვილებსაც ძალიან ეხმარება. ბიჭი იყო – იოანე. მისი მონათვლა მოვასწარით. სახლი რომ არ გვქონდა, მეგობრის სახლში ვცხოვრობდით. ჩემმა მეგობრებმა რომ გაიგეს, მეოთხე შვილს ველოდებოდით, ბინა გვაჩუქეს. ანუ ახლა ჭერი რომ გვაქვს, ესეც იოანეს შემწეობაა…

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი