logo_geo
ვახტანგ კალოიანი: შევდივართ „მეოთხე ტალღაში“, ერთადერთი გამოსავალი სწრაფი ვაქცინაციაა
- +

14 ივლისი. 2021. 23:40

 

 

“ჩვენ შევდივართ „მეოთხე ტალღაში“, ერთადერთი გამოსავალი არის სწრაფი ვაქცინაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ გვექნება მძიმე აგვისტო”, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ მდივანმა ჯანდაცვის საკითხებში, ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის დამფუძნებელმა, ექიმმა ვახტანგ კალოიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

 

“რაოდენობამ ცალსახად აჩვენა, რომ მოსახლეობას აქვს სურვილი აიცრას, აქვს ნდობა ვაქცინაციის მიმართ და ამას ხელისუფლების მხრიდან სჭრიდება ორგანიზება, ინფორმირება და კარგი ლოჯისტიკა. ამ შემთხვევაში მოქალაქეების დამყოლობა იქნება მაღალი“ , - განაცხადა კალოიანმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი