logo_geo
ნანა ჩაჩუა: როგორ გგონიათ, ვინ სარგებლობს ამით?!
- +

16 ივლისი. 2021. 01:00

 

 ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა, ჟურნალ „გზასთან“ ინტერვიუში ბოლო დღეების მთავარ თემაზე საუბრობს.

 

„დაგისახელებთ სიტყვას, რომელიც ბოლო დღეებში ხშირად გვესმის: მოძალადეები! სინამდვილეში ეს „პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა ჯგუფია. მოძალადე ჯგუფი - ეს არის შეფასება. ჩვენ შევაფასეთ ფაქტი. რა ფაქტი? ფაქტი არის ის, რომ „პრაიდს“ მოწინააღმდეგეები ჰყავს. მეორე მხრივ, ჩვენ ვამბობთ- გარყვნილები. სინამდვილეში ისინი პრაიდის მომხრეები არიან. თუ მე ვამბობ მოძალადეს ან გარყვნილს, ე.ი. შეფასებას ვაკეთებ, რაც იქვე წარმოშობს აგრესიულ მუხტს. ამას კი ჰქვია აგრესიის გამოხმობა, რაზეც პასუხისმგებლობა ეკისრება სწორედ მათ, ვინც წესით ფაქტებს უნდა გადმოსცემდეს, ინტერპრეტირებას კი არ უნდა ახდენდეს. როდესაც „მოძალადეს“ ან „გარყვნილს“ მიწოდებთ, ჩემგან ნეგატიურ ემოციას ანუ აგრესიას გამოიხმობთ. ეს ემოცია მერე მართვადი ხდება. როგორ გგონიათ , ვინ სარგებლობს ამით?! ამ ემოციას მართავენ ჯგუფები, რომლებიც ან სცილას ემსახურებიან, ან - ქარიბდას“, - ამბობს ფსიქოლოგი.

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი