logo_geo
ნანა ჩაჩუა: საქართველოს მუდმივად უწევდა და მომავალშიც მოუწევს სცილასა და ქარიბდას შორის გავლა
- +

16 ივლისი. 2021. 02:23

 

„მითოლოგიის მიხედვით, ამ ორი ურჩხულის კლდეებიდან სირინოზების ხმა ისმის“, - ეს შედარება მოჰყავს ფსიქოლოგ, ნანა ჩაჩუას ჟურნალ „გზასთან“ ინტერვიუში საუბრისას.

 

 

„საქართველოს მუდმივად უწევდა და მომავალშიც მოუწევს სცილასა და ქარიბდას შორის გავლა. მითოლოგიის მიხედვით, ამ ორი ურჩხულის კლდეებიდან სირინოზების ხმა ისმის. ერთი კლდიდან მომავალი ხმაც ძალიან მომხიბვლელია და მეორეც- არადა, რომელსაც უნდა მიჰყვე, ნებისმიერ შემთხვევაში კლდეს შეეჯახები. როდესაც ოდისევსს ხომალდით უნდა გაევლო ამ ორ კლდეს შორის, თანამებრძოლებს უბრძანა ბოძზე მაგრად მიეკარით, ამასთან, ცვილით დაიხშო სმენა, რომ არ გაბრუებულიყო... საქართველომაც ბევრჯერ გადაირჩინა ასე თავი. ყოველთვის „დიდ ქვეყნებს შუა“ გავლა გვიწევდა... დიდ ქვეყნებთან ურთიერთობისას დიპლომატიის ისეთი გზა უნდა ავირჩიოთ, რომელიც საშუალებას მოგვცემს ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციის სიმრავლეში ის კრიტიკულად გადავამუშავოთ. ამას სჭირდება კრიტიკული ცნობიერება, რომელიც ფუფუნებაა. სამწუხაროდ, ასეთი ცნობიერება ადამიანთა უმრავლესობას არ ახასიათებს“, - ამბობს ნანა ჩაჩუა.

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი