logo_geo
ივანე ჩხაიძე: ჯანმოს რეკომენდაცია თუ იქნება, რომ ვაქცინაცია რეკომენდებულია 12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში, ვფიქრობთ, ჩვენც შევუერთდებით
- +

16 ივლისი. 2021. 23:34

 

 

“ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია თუ იქნება, რომ ვაქცინაცია რეკომენდებულია 12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში, ვფიქრობთ, ჩვენც შევუერთდებით”, – ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა  პროფესორმა  ივანე ჩხაიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

 

 

„შესაძლოა, რეგულაციაში ბავშვებთან დაკავშირებით გარკვეული ცვლილებები შევიდეს. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ვგულისხმობ იმუნიზაციას. ევროპის და ამერიკის ძალიან ბევრი ქვეყანა წავიდა სხვა გზით. ეს ქვეყნებია გერმანია, საფრანგეთი, იტალია, ლიეტუვა, აშშ – ამ ქვეყნებში აცრის ასაკი 12 წლიდან იწყება და უკვე რამდენიმე კვირაა, ხორციელდება. ამ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაცია ასე ვთქვათ, პირველი პასუხია დელტა ვარიანტის გავრცელებაზე, ვინაიდან აქ ვაქცინაცია ძალიან დიდ როლს თამაშობს. იმუნიზაცია ნამდვილად შესაძლებელია, რომ იყოს გადამწყვეტი. ჩვენ ერთი ნაბიჯი გადავდგით და ველოდებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციას. თუ იქნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია, რომ პანდემიის სიმძიმის შემცირების თვალსაზრისით შესაძლებელია, რეკომენდებულია ვაქცინაცია 12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში, ვფიქრობთ, ჩვენც შევუერთდებით“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი