logo_geo
მაია ბითაძე: კახა კალაძეს აქვს უნარი, შეგმატოს ენთუზიაზმი ყველაზე რთულ სიტუაციებშიც კი
- +

21 ივლისი. 2021. 02:58

 

 

“კახას აქვს უნარი, შეგმატოს ენთუზიაზმი. ყველაზე რთულ სიტუაციებშიც კი მისი თვისებები გუნდს კრავს და ენთუზიაზმი გემატება”, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, მაია ბითაძემ „იმედის ფაქტორში“ განაცხადა.

 

„ყველაზე რთული იყო სისტემატიზაცია, ყველაფერი იყო უსისტემო. თანხები იხარჯებოდა და ხელით იმართებოდა ყველაფერი. რა სიტუაცია გვაქვს დღეს - დღეს გვაქვს სტრატეგიული დოკუმენტები დამტკიცებული, რომელთა თავიც არის გენერალური გეგმა. ყველაზე რთული იყო ამ ხედვაზე მუშაობა.

არათუ დოკუმენტებზე მუშაობა, არამედ ქცევის შეცვლაც რთული იყო. კახა კალაძემ მოახერხა ის, რომ სხვადასხვა სამსახურებმა ერთად დაიწყეს მუშაობა და ამიტომაც მივიღეთ ჩვენ სწრაფი ეფექტი და ვიზუალური შედეგი. ეს იყო ყველაზე რთული ეტაპი. ეს ეტაპი გადაილახა სწორედ იმით, რომ კახიმ მოახერხა სწორი გუნდის შეკვრა და ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიღება. ჩვენ ვიზიარებდით უცხოელების გამოცდილებას, მაგრამ არ ხდებოდა კოპირება, ვარგებდით რეალობას და როდესაც ჩვენს სწორ ხედვებს ხედავდნენ საერთაშორისო პარტნიორები, დახმარებებიც უფრო მარტივად მოდიოდა. ძალიან რთული იყო სამშენებლო რეფორმა, ძალიან რთული იყო ბალანსის დაჭრა, მაგრამ კახი ახერხებდა, რომ ამ ზღვარზე გაევლო. ძალიან რთული იყო რეფორმები, რომლებიც სატრანსპორტო მიმართულებით გატარდა. დღეს ჩვენ ვიაზრებთ, რომ ავტობუსის ხაზი საჭიროა და ადამიანს, რომელიც ავტობუსით მგზავრობს, სჭირდება კომფორტი და მხოლოდ კონდიციონერი არ არის კომფორტი. ქუჩა გაიყო ყველასთვის. ტაქსების რეფორმაც ასევე ძალიან კრიტიკული იყო და გვახსოვს ოპონენტების ვაივიში ამ თემაზე, მაგრამ კახას აქვს უნარი, რომ მიიღოს საკმაოდ დიდი გამოწვევები. შეიძლება მოკლე ვადაში ეს გადაწყვეტილება არაპოპულარული იყოს, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს შედეგებს მოგვიტანს და ეს შედეგები უკვე ჩანს“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი