logo_geo
ნინი მოხევიშვილი: სიტუაცია უფრო გართულდა...
- +

22 ივლისი. 2021. 13:10

 

 

ჟურნალისტი და „კომედი შოუს“ მსახიობი, ნინი მოხევიშვილი ლაშა გაბუნიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ჟურნალ „გზასთან“ ინტერვიუში საუბრობს.

 

„თავდაპირველად, „კომედი ჯგუფში“ რომ მივედი, ლაშას ჯანმრთელობის რთული  მდგომარეობის შესახებ არ ვიცოდი: რამდენიმე წლის წინ, ავტოავარიის შედეგად, ხერხემალი დაიზიანა, დაავადებამ კი წლების შემდეგ იჩინა თავი. მერე და მერე, სიტუაცია უფრო გართულდა... ლაშას ერთი ოპერაცია ჩაუტარდა, მაგრამ 2-3 თვეში, პრობლემამ თავი ისევ იჩინა... გადაადგილება უჭირს. დადის, მაგრამ საშინელი ტკივილები აწუხებს. ბევრმა მიიჩნია, რომ მისი ჯანმრთელობის რთული მდგომარეობის შესახებ ყალბი ინფორმაცია გავრცელდა, რადგან „სკეტჩები“ კვლავ ჩანს, მაგრამ ეს „სკეტჩები“ წინსწრებით გვაქვს გადაღებული და ეთერში ახლა ვუშვებთ. ლაშას გვერდით დგომა ახლა ყველაზე მეტად სჭირდება. თანამშრომლები ყველანაირად ვცდილობთ, მხარში ამოვუდგეთ. იმედია, ყველაფერი კარგად იქნება. ლაშა გაბუნია ძალიან საყვარელია და ჩვენს გუნდს არ უნდა დააკლდეს. “ - ამბობს „კომედი შოუს“ მსახიობი.

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი