logo_geo
ვახტანგ გომელაური: დაკითხვაზე იყო თითქმის ყველა ადამიანი, ვინც ძალადობრივ განცხადებას აკეთებდა
- +

23 ივლისი. 2021. 00:23

 

 

შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, „რუსთავი-2“-ის ეთერში სტუმრობისას, ანტიპრაიდის აქციის დროს გაჟღერებული ძალადობრივი მოწოდებების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დაიკითხა თითქმის ყველა, ვინც ასეთ განცხადებას აკეთებდა.

 

„გამოძიება, პირველ რიგში, იწყება შემსრულებლებიდან და შემდეგ  მიდის ზევით, წესი ასეთია. დავაკავეთ ეს ადამიანები, კიდევ ვმუშაობთ.  გავაკეთე განცხადება, რომ ეს რიცხვი გაიზრდება, რამდენით გაიზრდება - ვერ ვიტყვი, არ ვიცი, გამოძიებიდან გამომდინარეა.

ასევე, ჩვენ  გამოძიება დაწყებული გვაქვს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე პრიმა, 225-ე, 154-ე და 156-ე მუხლებით -  საჯაროდ მოწოდება ძალადობაზე და ა.შ.

ამ მუხლებით ჩვენ 18 ადამიანს ჩხრეკა ჩავუტარეთ, ამოვიღეთ ძალიან ბევრი მასალა, მათ შორის ტექნიკა.  დავკითხეთ ეს ხალხი, კიდევ ვაგრძელებთ დაკითხვებს, ვმუშაობთ.  გამოძიების ფარგლებში ყველა იკითხება. მე არ მაქვს უფლება, ვთქვა, ეს ეს არის თუ არა. არსებობს პროკურატურა, სისხლის სამართლის კოდექსი და გამოძიებიდან გამომდინარე უნდა  იყოს შეფასებული.

 

გამოძიებით უნდა დადგინდეს, ასე პირდაპირ ვერ იტყვი, რომ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს და კი,ბატონო, ეს დამნაშავეა და უნდა დავაკავოთ.  დაკითხვაზე  იყო თითქმის ყველა ადამიანი, ვინც ესეთ განცხადებას აკეთებდა და გამოძიება მიმდინარეობს“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

 

 

big_banner
არქივი