logo_geo
ნუცა აბაშიძე: გავეკიდე, მოვაბრუნე და ვუთხარი, რომ მომწონდა
- +

23 ივლისი. 2021. 14:11

 

დოდო აბაშიძის შვილიშვილი, ნუცა აბაშიძე ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში თავის და სანდრო კაკულიას სიყვარულის ისტორიას ჰყვება:

 

„ ასეთი ხასიათი მაქვს. თუ რაღაც ძალიან მინდა, არასდროს ვიკავებ თავს და რისკიან ნაბიჯებს არ ვერიდები. ამ შემთხვევაშიც ასე მოვიქეცი. პატარაც ვიყავი, სხვანაირად მიქროდა თავში. შეიძლება ამ ასაკში იგივენაირად არ მოვქცეულიყავი, მაგრამ მაშინ უფრო გამბედავი ვიყავი.

სანდრო შორიდან მომწონდა, მეგობრებისგან მასზე ძალიან მცირე ინფორმაცია მქონდა. შეიძლება ვიზუალურად ბევრი მოგეწონოს, მაგრამ სანდროსთან რაღაც სხვა კავშირი ვიგრძენი. ეს ბიჭი ვერაფრით ამოვიგდე თავიდან. ერთი თვის შემდეგ მისი კურსელი გოგონები სპეციალურად გავიცანი, დავუმეგობრდი, რომ სანდრომდე მივსულიყავი.

ამ გოგონებთან ერთად კიბეზე რომ მხვდებოდა, იძულებული იყო, მომსალმებოდა, რადგან მათი მეგობარი ვიყავი. არადა სინამდვილეში ჩემი მიზანი სანდრო იყო. მისალმების მეტი ჩვენს შორის არაფერი ყოფილა.

ბოლოს უკვე ჭკუიდან გადავედი. ერთხელაც გავეკიდე, მოვაბრუნე და ვუთხარი, რომ ძალიან მომწონდა. მერე აღმოჩნდა, რომ შორიდან თვითონაც მოვწონდი და ეს წლების შემდეგ გამიმხილა.“ - ამბობს ნუცა აბაშიძე.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი