logo_geo
დავით ევგენიძე: ქართველმა ქართველს ესროლა- ამაზე უარესი რა შეიძლება მოხდეს?!
- +

23 ივლისი. 2021. 18:52

 

მუსიკოსი, დავით ევგენიძე საქართველოს გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე ჟურნალ „გზასთან“ ინტერვიუში:

 

„ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ახლაც იგივე განმეორდეს. ხელისუფლების ძალადობრივი გზით მოშორების შემდეგ ქვეყანამ ჯოჯოხეთი გამოიარა, ქართველმა ქართველს ესროლა- ამაზე უარესი რა შეიძლება მოხდეს?! . თუმცა, საქართველო თავისი არსებობის განმავლობაში სულ საფრთხეშია, მუდამ გადარჩენისთვის იბრძოდა, ხან ყველა ერთად გვიტევდა, ხან - ცალ-ცალკე, ხან კი ჩვენ გამო უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს, რადგან გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, აღმოსავლეთ-დასავლეთს შორის და პირიქით- ყოველთვის დერეფანი ვიყავით. ამიტომ, ჩვენი ქვეყნის ტერიტორია დასაპყრობად იმდენად მნიშვნელოვანი კი არ იყო, რამდენადაც მისი, როგორც სატრანზიტო დერეფნის გამოყენება სურდათ. ამიტომაც ცდილობდნენ ქვეყნის გაერთიანებას ის მეფეები, ვინც ჭეშმარიტად ხედავდნენ საქართველოს ფუნქციის არსს; ისინი მუდმივად ლავირებდნენ და ცდილობდნენ რომელიმე სხვა ქვეყნის კი არა, საქართველოს სახელმწიფო ინტერესის გატარებას. ქართველი ხალხი მთავარი საფრთხის წინაშე და ერთი ძლიერი მეფის ქვეშ ყოველთვის ერთიანდებოდა - ასე იყო ვახტანგ გორგასლის, დავითის , გიორგი ბრწყინვალეს, თამარის დროს... “ - ამბობს მუსიკოსი.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი