logo_geo
ირაკლი კობახიძე: დავასრულე სახელმძღვანელო კონსტიტუციურ სამართალში და უფასოდ ვურიგებ სტუდენტებს
- +

26 ივლისი. 2021. 01:46

 

 

ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „ნოესთან“ ლექტორად მუშაობის შესახებ ისაუბრა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ლექციებს კვირაში 2 საათის განმავლობაში კითხულობს. მან კონსტიტუციური სამართლის სახელმძღვანელოც მოამზადა, რომელსაც სტუდენტებს უსასყიდლოდ ურიგებს.

 

„ვცდილობ მაქსიმალურად დავიხარჯო და მაქსიმალურად გავუზიარო ცოდნა სტუდენტებს და ამისთვის არ დავიზარე და სახელმძღვანელოც მოვამზადე. 2019 წელს მქონდა რაღაც თავისუფალი პერიოდი ზაფხულში, მას შემდეგ რაც გადავდექი პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან. 2 თვე მქონდა და მოვახერხე და დავასრულე სახელმძღვანელო კონსტიტუციურ სამართალში. რეალურად დღეს ეს არის ერთადერთი სახელმძღვანელო, რომელიც თანამედროვე კონსტიტუციას ზედმიწევნით განმარტავს. ვცდილობ ეს სახელმძღვანელოებიც მივაწოდო სტუდენტებს, უფასოდ ვარიგებ სტუდენტებისთვის ამ სახელმძღვანელოს. ვცდილობ, რომ მაქსიმალურად დავიხარჯო ყველა თვალსაზრისით უნივერსიტეტში“, - განმარტავს კობახიძე.

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი