logo_geo
ირაკლი კობახიძე: მაქსიმალურად ვცდილობ, გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, ბავშვებს რაც შეიძლება მეტი დრო დავუთმო
- +

26 ივლისი. 2021. 01:47

 

 

„მაქსიმალურად ვცდილობ, გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, ბავშვებს რაც შეიძლება მეტი დრო დავუთმო,“ - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „ნოესთან“ განაცხადა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, შვილებთან ურთიერთობა მისთვის პრიორიტეტია.

 

„პრინციპში, ვახერხებ, რომ ბავშვებთან მქონდეს საკმარისი ურთიერთობა, ეს არის პრიორიტეტი. რაღაც წლებს ვერ დააბრუნებ. ბავშვი როცა არის 6 წლის არის განსხვავებული, განსხვავებულია 7 წლის. იმ წლებს ვერ დააბრუნებ და ამიტომ მაქსიმალურად უნდა მოუფრთხილდე ემოციას, რომელიც ამ ყველაფერთან არის დაკავშირებული. მაქსიმალურად ვცდილობ, გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, ბავშვებს რაც შეიძლება მეტი დრო დავუთმო“, - განაცხადა კობახიძემ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი