logo_geo
გია სურამელაშვილი: რასაც ვერ წარმოვიდგენდი, ის მოხდა...
- +

28 ივლისი. 2021. 12:02

 

 

მომღერალი, გია სურამელაშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში  მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც ქალთა კოლონიაში დაგეგმილი კონცერტი გადადო.

 

„თავშეკავებული ვიყავი კოვიდპანდემიის ფონზე, მაგრამ იმდენადაც არა, რომ არსად გავსულიყავი. სასჯელაღსრულების სამინისტროსთან შეთანხმებით, მინდოდა, წინა კვირაში უსასყიდლოდ გამემართა ლამაზი კონცერტი ქალთა კოლონიაში. სასწაული მომზადება იყო, მაგრამ წინა დღეს ტესტი გავიკეთეთ კოვიდზე მე და ჩემმა გარემოცვამ. რასაც ვერ წარმოვიდგენდი, ის მოხდა, საღამოს ჩემს თანამშრომელს დადებითი პასუხი მოუვიდა. მე უარყოფითი მქონდა, მაგრამ ეს კონცერტი მაინც გადაიდო. კიდევ ბევრი კონცერტი მქონდა ჩასატარებელი, მაგრამ უსაფრთხოების მიზნით ყველაფერი გადავდე. მე იზოლაციაში ყოფნა თვითონ გადავწყვიტე უსაფრთხოებისთვის.“ - ამბობს მომღერალი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი