logo_geo
გია სურამელაშვილი: სულ გვენატრებოდა ერთმანეთი და გვიყვარდებოდა...
- +

28 ივლისი. 2021. 12:39

 

 

მომღერალი, გია სურამელაშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუსი, თავის რომანზე საუბრობს.

 

„ჩვენ ერთმანეთი არაამქვეყნიური სიყვარულით გვიყვარს. ასეთი სიყვარული 1992 წლის მერე არ მქონია. მე თუ კიდევ შემოვუშვებდი ადამიანს ჩემს ცხოვრებაში და ამ დონეზე შევიყვარებდი, ამას ვერ წარმოვიდგენდი. რომანები მქონდა, მაგრამ ასეთი ვეებერთელა სიყვარული, მე არ წარმომედგინა. მას ოჯახი აქვს, ოფიციალურად განქორწინებული არ არის, მაგრამ ჩვენ ჩვენი პატარა სასიყვარულო ბუდე გვაქვს. არაფრის აფიშირება არ მინდა. ძალიან კარგად ვიყავით ასე. ყოველ მეორე დღეს ვიყავით ერთად და ერთად გატარებული ის სამი-ოთხი საათი გადასარევი იყო. სულ გვენატრებოდა ერთმანეთი და გვიყვარდებოდა. მას მაინც ოჯახიც აქვს, სამსახურიც, მეც საქვეყნოდ ცნობილი პიროვნება ვარ და არ მინდოდა, ერთად სადმე გამოვჩენილიყავით, მაგრამ მიწერ-მოწერა დღის განმავლობაში უწყვეტად გვქონდა. ისეთი წერილებია, არ ვიცი, სიყვარულის დიდი წიგნი დაიწერება.“ - ამბობს გია სურამელაშვილი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი