logo_geo
ნონა გაფრინდაშვილი: ჩემმა მეუღლემ იცოდა ვინ იქნებოდა მისი ცოლი, ყოველთვის გვერდით მედგა
- +

28 ივლისი. 2021. 15:55

 

 

მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი, მოჭადრაკე , ნონა გაფრინდაშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში თავის მეუღლეზე საუბრობს:

 

„როცა ჩვენ დავქორწინდით, მე უკვე მსოფლიოს ჩემპიონი ვიყავი. მან იცოდა, ვინ იქნებოდა მისი ცოლი. ყოველთვის გვერდით მედგა, ამ მხრივ, პრობლემა არ მქონია. ყველაფერში ხელს მიწყობდა. თან, დედაჩემი იყო ჩამოსული თბილისში, ოჯახში ყველაფერს ის აკეთებდა.“ - ამბობს გაფრინდაშვილი.

 

მან ასევე აღნიშნა, თუ რატომ ჰქონდა სამი ქორწილი:

 

„პირველი ქორწილი ჩემმა ოჯახმა გადაიხადა. მეორე ქმრის ოჯახმა გააკეთა და მესამე ქორწილი ჩემმა ძმამ გადაიხადა ზუგდიდში. ასე გამოვიდა სამი ქორწილი.“ - განცხადა მოჭადრაკემ.

 

 

right_banner big_banner
არქივი