logo_geo
მაგდა ვასაძე: საყრდენი, ძალიან დიდი ძალა გამომეცალა...
- +

28 ივლისი. 2021. 16:29

 

 

„ეს წელი ჩემთვის ყველაზე ტრაგიკული და ცუდი იყო- იმქვეყნად წავიდა მამა.“ - ამის შესახებ მომღერალი, მაგდა ვასაძე ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

 

 

„ეს წელი ჩემთვის ყველაზე ტრაგიკული და ცუდი იყო- იმქვეყნად წავიდა მამა. 2018 წლიდან დაუდგინდა სიმსივნე, სხივური თერაპიაც გაიარა, მკურნალობის კურსიც ჩაიტარა  და პანდემიის გამო თურქეთში ვეღარ გადავამოწმეთ ანალიზები და ისე იყო მეტასტაზები წასული, სამწუხაროდ, ვეღარ ვუშველეთ. მაისის ბოლოს დაგვტოვო და იმ დღეს, დავპატარავდი. მანამდეც დავკარგე ძალიან ახლო და საყვარელი ადამიანები, თუმცა, მამის გარდაცვალება საერთოდ სხვა ყოფილა და ყველაზე დიდი სტრესი რაც მიმიღია ცხოვრებისგან, ესაა. რაღაც მომენტში გავძლიერდი, მაგრამ რაც დრო გადის, ვხვდები, უფრო მეტად მიჭირს, მტკივა და მენატრება. ხომ ამბობენ ადამიანები: რეალობას რომ დავეჯახე, ერთ დღეში გავიზარდეო, მე, პირიქით, დავპატარავდი. მგონია, რაღაცეებს ისე ვეღარ გავაკეთებ, რადგან მამას ხშირად ვეკითხებოდი რჩევებს და ამ რჩევებით ვცხოვრობდი. ფაქტობრივად, საყრდენი, ძალიან დიდი ძალა გამომეცალა.“ - ამბობს ვასაძე.

 

 

big_banner
არქივი