logo_geo
ლაშა ბექაური: ჩემი ბავშვობის ოცნება იყო ოლიმპიური ჩემპიონი გავმხდარიყავი, ეს ყველაზე ბედნიერი მომენტია ჩემს ცხოვრებაში
- +

29 ივლისი. 2021. 10:29

 

 

„ჯერ კიდევ ეიფორიაა, ვერ ვიაზრებ ჯერ, რომ ოლიმპიური ჩემპიონი ვარ. ეს ყველაზე ბედნიერი მომენტია ჩემს ცხოვრებაში და საქართველოში ალბათ უკეთ გავიზიარებ, რომ ოლიმპიური ჩემპიონი ვარ,“ - ამის შესახებ ლაშა ბექაურმა „იმედის დილაში“ განაცხადა. ოლიმპიურმა ჩემპიონმა მოტივაციაზე, ტრავმებსა და იმაზე ისაუბრა თუ რითი მიაღწია წარმატებას.

 

„მე ვიტყოდი, რომ უფრო ხასიათით, ქართული მებრძოლი სულით. ჩემი ბავშვობის ოცნება იყო ოლიმპიური ჩემპიონი გავმხდარიყავი. ეს დღეც მოვიდა და იქ უნდა გამეკეთებინა ყველაფერი“, - განაცხადა ძიუდოისტმა.

 

ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრებმა უკვე ერთი ოქროსა და ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა. ოლიმპიური ჩემპიონი 21 წლის ძიუდოისტი ლაშა ბექაური გახდა, ვერცხლის მედლები კი ვაჟა მარგველაშვილმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.

 

 

right_banner big_banner
არქივი