logo_geo
თეა გვასალია: სკოლა საშინლად არ მიყვარდა...
- +

29 ივლისი. 2021. 18:55

 

 

ჟურნალისტი და მთარგმნელი, თეა გვასალია ჟურნალ „გზასთან“ ინტერვიუში ბავშვობას იხსენებს :

 

„არ ვიცი, არ მახსოვს, საიდან დაიწყო. ერთადერთი ის მახსოვს, რომ პატარაობიდანვე ჯიუტად ვიმეორებდი: ესპანური მასწავლეთ და ესპანეთში წამიყვანეთ-მეთქი. სკოლა საშინლად არ მიყვარდა, რადგან იქ ჩემთვის საინტერესო საგნებს არ მასწავლიდნენ. მიუხედავად ამისა, მაინც კარგად ვსწავლობდი. მახსოვს, რა ბედნიერი ვიყავი, სკოლა რომ დავამთავრე! არ მიყვარდა ყოველდღიური რუტინა და რეჟიმი, არც საგნები, რომლებიც იძულებით უნდა მესწავლა. მიკვირდა, რატომ უნდა მესწავლა ფიზიკა ბოლო კლასამდე, როცა ამ დროს შემეძლო ერთი ენა მესწავლა, რომლისკენაც მიდრეკილება მქონდა. სხვათა შორის, დღესაც ამ აზრზე ვარ: ვფიქრობ, რომ სკოლაში მე-9 კლასამდე სავალდებულო სწავლება უნდა იყოს, მერე კი- დიფერენცირებული სწავლების მომხრე ვარ.“ - ამბობს გვასალია.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი