logo_geo
დავით ზალკალიანი: დარწმუნებული ვარ, რომ აბსოლუტურად ზუსტი აღქმა და ადეკვატური დამოკიდებულება იქნება ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან
- +

30 ივლისი. 2021. 03:00

 

 

„რა თქმა უნდა კომუნიკაცია გვქონდა და გვექნება, მეც მქონდა მათ შორის ევროპელ პარტნიორებთან, იგივე შარლ მიშელის კაბინეტთან, მათ წარმომადგენლებთან და ძალიან აქტიურად გვქონდა შესაბამისი განმარტებები მიცემული, თუ სად ვიყავით, რა მდგომარეობაში განხორციელდა ამ შეთანხმების ირგვლივ მიმდინარე პროცესები და სად ვართ დღეს, რატომ მოხდა ის, რაც მოხდა და რატომ გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ ეს განცხადება“, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა „ქრონიკასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

მისივე თქმით, მმართველი პარტიის მხრიდან ევროპელი პარტნიორებისთვის ძალიან მკაფიო განმარტებები გაკეთდა.

 

„მე დარწმუნებული ვარ, რომ აბსოლუტურად ზუსტი აღქმა და ადეკვატური დამოკიდებულება იქნება ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან და ამის თქმის საფუძველს მაძლევს თუნდაც შარლ მიშელის განცხადება. ჩვენ ხო დავინახეთ მის განცხადებაში ასევე მოწოდება ოპონენტების მიმართ. ეს არის ძალიან სწორი მოწოდება, რადგან შეთანხმება მაშინ არის შეთანხმება, როდესაც მოლაპარაკებაში მონაწილე ყველა მხარე ხელს აწერს და თანხმდება ყველა შეთანხმებულ პუნქტს“, - განაცხადა ზალკალიანმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი